დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 16-17 სექტემბერი

სად გავერთოთ WEEKEND-ზე | 16-17 სექტემბერი

15-09-2023 22:30:18

Business Insider Georgia ყოველი კვირის პარასკევს რუბრიკა INSIDER WEEKEND-ის ფარგლებში გირჩევთ სად გაერთოთ.

 

მექსიკური ფიესტა | Pullman Tbilisi Axis Towers-ში მექსიკური ფიესტას დროა! 

Pullman Tbilisi Axis Towers-ში მექსიკური ფიესტას დროა! 

შემოგვიერთდით მექსიკურ საღამოზე, სადაც დაგხვდებათ უგემრიელესი სამზარეულო, ცოცხალი მუსიკა და კოქტეილები. დატკბით ავთენტური მექსიკური სამზარეულოთი.

მოსვლისას დაგხვდებათ მარგარიტა, ხოლო ტეკილა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ 

ცოცხალი ბენდი და დჯ 

საოცარი დეკორაციები 

ღონისძიებაზე ადგილები შეზღუდულია - შეიძინეთ ბილეთი დროულად! 

გაუზიარეთ ეს ღონისძიება თქვენს მეგობრებს და მოემზადეთ წარმოუდგენელი შთაბეჭდილებების შესაქმნელად Pullman Tbilisi Axis Towers-ში!

შაბათი, 16 სექტემბერი 20:00

Earth Wind and Fire experience by Al Mckay - Tbilisi

SPARKS-ის ჯადოსნური ღამეების სერიის პირველი ღონისძიება, რომელიც საქართველოში მსოფლიო დონის არტისტების მომავალი ვიზიტების დასაბამია. SPARKS შემოგთავაზებთ ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოს და რაც მთავარია, დაუვიწყარ შეგრძნებებს. 

16 სექტემბერს - Factory Tbilisi-ში - Sparks წარმოგიდგენთ - ლეგენდარულ ამერიკულ ჯგუფს Earth Wind and Fire experience by Al Mckay, რომელსაც გიტარით გააფორმებს ჯგუფის სულის ჩამდგმელი Al McKay.

70-იანი წლების დიადი ჯგუფი Earth Wind and Fire experience by Al Mckay აერთიანებს ფანკატერის ორ თაობას და გვთავაზობს ჰიტების ისეთ არჩევანს, როგორიცაა Soul, Jazz, Funk, Pop და African Rhytms უპრეცედენტო სახით, რაც დახვეწილ და უნივერსალურ გარემოს ქმნის. Earth, Wind & Fire ცნობილია ელექტრიფიცირებული ცოცხალი წარმოდგენებით, მათი ინფექციური მელოდიები და პოზიტიური ტექსტები კი ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს.

Earth Wind and Fire ითვლება მუსიკის ისტორიაში უდიდეს ჯგუფად და მათი გავლენა სხვადასხვა ჟანრებზე დაუვიწყარია, ისინი მუდამ გვთავაზობენ ძლიერ ცოცხალ შესრულებას და ინოვაციურ ჟღერადობას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ისეთ ჰიტებში, როგორიცაა "September", "Let's Groove", "Shining Star", "Boogie Wonderland" და მრავალი სხვა. 

Earth, Wind & Fire-ის მუსიკამ გადალახა თაობები და აგრძელებს რეზონანსს ყველა ასაკის ადამიანებთან. მათი სიმღერები არის მარადიული კლასიკა სიცოცხლის, სიყვარულისა და ერთიანობის აღნიშვნის შესახებ, რომელმაც დროს გაუძლო.

Earth Wind and Fire experience by Al Mckay-ს უმასპინძლებს ქართველი არტისტი: Haverdi.

------

21:00 – Haverdi

23:30 - Earth Wind and Fire

------

მაგიდის დასაჯავშნად: 593 972 929

ლოკაცია: Factory Tbilisi

------

I კალათა - 60 ₾ (SOLD OUT)

II კალათა - 80 ₾ (SOLD OUT)

III კალათა - 100 ₾ (რაოდენობა იწურება)

VIP I კალათა - 120 ₾ (SOLD OUT)

VIP II კალათა - 130 ₾(SOLD OUT)

VIP III კალათა - 150 ₾ (SOLD OUT)

შაბათი, 16 სექტემბერი 20:00

მაგიდის ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ: http://tkt.ge/EarthWindandFireexperiencebyAlMckay

SATURDAY JAZZ JAM SESSION WITH RESO KIKNADZE QUARTET

შაბათს არტერიაში ჯაზის ჯემ სესია რეზო კიკნაძის კვარტეტთან ერთად 

• რეზო კიკნაძე 

• ლაშა დეისაძე

• გიორგი სამსონაძე 

• გიორგი მელიქიშვილი 

დრო: 21:00

ონლაინ ბილეთის ფასი: 20₾

კარზე: 30₾

მაგიდის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

599 38 02 38 

მისამართი: ნ.ბარათაშვილის 7

შაბათი, 16 სექტემბერი 21:00

KIBE // TERRACE: IAKOB // SPL // DRS // SOLAR SIBLING

16 სექტემბერს, KIBE-ს ტერასა უმასპინძლებს კლუბის გუნდის წევრსა და რეგულარულ შემსრულებელს Iakob. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ, კიბეს მსმენელისთვის კარგად ნაცნობი SPL და DRS B2B სეტით და ადგილობრივი დიჯეი ბათუმიდან - Solar Sibling

I კალათა: 30 ₾ 

II კალათა: 40 ₾

კარზე: 40 ₾ 

შაბათი, 16 სექტემბერი 23:59

Mtkvarze Season Opening: Yves • Levan grdzelidze • Rene • Bekuchi • Bacho • Parna

May be an image of text

15 სექტემბერს მტკვარზე Season Opening ივენთი გაიმართება, რომელზეც Main Room-ის სთეიჯს ბრიტანული სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა, - Voigtmann დაიკავებს. 

▾Main Room
• Yves 
soundcloud.com/iva_mikiashvili
• Levan Grdzelidze (Glispy Records)
soundcloud.com/levan-grdzelidze
• Rene (Domain Records)
soundcloud.com/reno-urushadze
• Bekuchi (SATZ Records)
soundcloud.com/bekuchi

▾Small Room
• Bacho
soundcloud.com/bachochaladzebacho
• Parna
soundcloud.com/parn_a

Voigtmann ლონდონელი არტისტის Claus Voigtmann-ის პროექტია. მისი დაფუძნებულია ლონდონის ანდერგრაუნდ ლეიბლი/ივენთების სერია, - Toi.Toi.Musik. ; ახლა კი ლეიბლ - Subsequent-ის წევრია. 

Voigtmann გამოირჩევა განსაკუთრებული მუსიკალური ცოდნით, გემოვნებით და უნარებით; მისი სეტები კი ხასიათდება საინტერესო და ზუსტი სელექციით, რომელშიც ის იდეალურ ბალანსს იცავს ზომეირ და ეიფორიულ მომენტებს შორის. ის Punk ბენდის ბექგრაუნდიდან მოდის და მუსიკის მიმართ ახლაც ინარჩუნებს პანკ დამოკიდებულებას, რის გამოც მის სეტებზე სთეიჯი ყოველთვის აქტიურია. მისი რელიზები გამოსულია ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა Hello?Repeat, Assemble Music, Toi.Toi.Musik, YumeLabel, Subsequent და Alternate Facts. 

მანამდე სთეიჯს ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული არტისტი; - Yves დაიკავებს, რომლის სეტებიც განსაკუთრებული დრამატურგიით გამოირჩევა. მას შეუერთდება SATZ Records-ის დამფუძნებელი Bekuchi, რომელიც ცნობილია მისი არაპროგნოზირებადი House და Techno სელექციით. მას სცენა გაუზიარებია ისეთ არტისტებთან, როგორიცაა Evan Baggs, Borys, Alec Falconer და სხვა..

Small Room-ის დეკებს დაიკავებს თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის პიონერი Bacho. მასთან ერთად Small Room-ის სთეიჯზე დადგება Mtkvarze ბუქინგის გუნდის ყოფილი წევრი, - Parna, რომელმაც გასნსაკუთრებული როლი ითამაშა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ივენთების შექმნაში.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები