დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების დამტენი სადგური

სად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების დამტენი სადგური

26-09-2023 20:00:46

კომპანია Shell-მა ჩინეთში, შენჟენში მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების დამტენი სადგური გახსნა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, დამტენი სადგური შენჟენის აეროპორტის ტერმინალიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრში მდებარეობს და 258 სწრაფი დამუხტვის წერტილი აქვს. 

სადგურს Shenzhen Shell-ისა და BYD Electric Vehicle Investment Company Limited-ის ერთობლივი საწარმო მართავს.

ელექტროსადგური Shell Recharge ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ყოველდღიურად 3300-ზე მეტ ელექტრო მანქანას ემსახურებოდა.

ელექტრო მანქანების დამუხტვის გარდა, სადგური გთავაზობთ Shell Select მაღაზიებს, Shell-ის კაფეს, სავაჭრო ავტომატებს და მძღოლების მოსასვენებელ ოთახებს. 

სადგურზე დამონტაჟებული სახურავის მზის პანელები წელიწადში დაახლოებით 300 000 კვტ/სთ განახლებადი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, რომელიც გამოყენებული იქნება მანქანების დასატენად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები