„თელასის“ ცნობით, დღეს 15:14 საათზე ავარიულად გაითიშა ქვესადგურის „საბურთალო-1" მკვებავი 35-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება საბურთალოს რაიონის 28 ათასამდე მომხმარებელს.
„თელასი"-ს საავარიო სამსახური ადგილზე იმყოფება და აღდგენით სამუშაოებს აწარმოებს. ელექტრომომარაგება 18:00 საათზე აღდგება.
„28 აგვისტოს საბურთალოზე, ოდიშელიძის ქუჩაზე არსებულ გაზის მილზე გაჩენილი ხანძრის გამო „თელასი"-ს მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა. „თელასი"-ს საავარიო სამსახურმა უმოკლეს ვადებში შეძლო ავარიის აღმოფხვრა და ელექრტომომარაგების აღდგენა. თუმცა დრეს 35-კილოვოლტიანი ელექტროკაბელი ისევ დაზიანდა.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
უახლესი
55 წუთის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა