კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე, - ამის შესახებ სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული.
ეროვნულ ბანკში საზოგადოებას დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან და გაზიარებისგან. ყოველი ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ქმნის უსაფუძვლო პანიკას და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის.
ამასთან, მოსახლეობას კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ბოლო წლებში სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკისა და პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციების ფონზე, საბანკო სექტორი ახლა არის ისეთი მდგრადი, როგორ არასდროს. ბანკებს აქვთ საკმარისი ბუფერები გაუმკლავდნენ ყველაზე მძიმე შოკსაც კი. ლიკვიდური აქტივების მოცულობა ₾18 მილიარდი ლარის ექვივალენტს აჭარბებს და უმეტესად უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული, ამიტომ რაიმე საფრთხე დეპოზიტების მომსახურების ბუნებრივია არ დგას. საჭიროების შემთხვევაში ბანკებს აქვთ დამატებით საკრედიტო ხაზები და შესაძლებლობა მოიზიდონ თანხები უცხოური ფინანსური ინსტიტუტებიდან, ისევე როგორც სებ-ს აქვს არაერთი ინსტრუმენტი დაეხმაროს სექტორს თუ ამის აუცილებლობა დავინახეთ;
ლარის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით. სხვა მხრივ, შემოდინებები მდგრადია და ჯანსაღი ფუნდამენტური ფაქტორები უზრუნველყოფს, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს;
ამიტომ საბანკო სერვისების მიწოდების რაიმე სახით შეზღუდვაზე საუბარი არ შეესაბამება სიმართლეს. მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ განკარგონ მათი ანაბრები, აწარმოონ კონვერტაციის თუ გადარიცხვის ოპერაციები. მსგავსი მოწოდებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ხელს უწყობს უსაფუძვლო აჟიოტაჟს“, - განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა