დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია - ნათია თურნავა

საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია - ნათია თურნავა

13-11-2024 13:00:00

საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, რაც უფრო სწრაფია და მზარდია ეკონომიკა, მით უფრო მეტი ფინანსური რესურსია საჭირო. 

„საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკომოტივია, მას ორგვარი ფუნქცია აკისრია ეკონომიკაში, ერთი, რომ ის თავად წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად დარგს, რომელშიც დღგ იქმნება და ამავე დროს საფინანსო სექტორი საჭიროა ნებისმიერი სხვა დარგის ფუნქციონირებისთვის.

როდესაც იზრდება ვაჭრობა, იზრდება ტურიზმი, როდესაც იზრდება მრეწველობა, ამ ყველაფერს მოჰყვება გაზრდილი ტრანზაქციები. რაც უფრო სწრაფია და მზარდია ეკონომიკა, სხვა დანარჩენი დარგების მიმართულებით, მით უფრო მეტი ტრანზაქცია ხორციელდება და მეტი ფინანსური რესურსია საჭირო. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ძალიან გამართულად ემსახურება ეკონომიკას და ამაზე ეკონომიკის ზრდის ტემპები მეტყველებს.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არის  საბანკო სექტორის მთავარი დანიშნულება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალი დოზითაა წარმოდგენილი საქართველოში. სასესხო პორტფელის ზრდის პროცენტი წინა წლებში დაახლოებით 13-15%-ი იყო წლიურად და ეს მიიჩნეოდა ნორმალურ, მდგრად მაჩვენებლად. ახლა, ბოლო 2 წელიწადში გაიზარდა და 18-19%-ია, რაც აქტივობას უწყობს ხელს. აქ არის ურთიერთ დაკავშირებული ფაქტორები. ერთის მხრივ მზარდი ეკონომიკა მეტ თანხას მოითხოვს, მეტ ინვესტიციას, მეტ ტრანზაქციას, მეტი ხელფასების გადახდას და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა ფინანსებზე წვდომა იზრდება და მეორეს მხრივ, თვითონ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი დაკლება ხდება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ეტაპზე, ასევე უწყობს ხელს მეტი სესხის გაცემას. ამიტომ სასესხო პორტფელი ახლა უფრო სწრაფად იზრდება. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით, ხომ არ იწვევს ეს ინფლაციურ დაწოლას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები