დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საბანკო დაკრედიტებამ ₾50 მილიარდს გადააჭარბა

საბანკო დაკრედიტებამ ₾50 მილიარდს გადააჭარბა

27-11-2023 15:16:25

საქართველოს ეროვნული ბანკის ინორმაციით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 953.05 მლნ ლარით (1.94%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 431.98 მლნ ლარით (1.60%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მლნ ლარით (2.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.49%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.51%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.04 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.57%-ით მეტი).

2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.82 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები