ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქ. პეკინში საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში საქართველო - ჩინეთის პირველი შერეული კომისიის სხდომა გაიმართა.
საქართველოს მხრიდან სხდომას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ლევან გამყრელიძე, ხოლო ჩინეთის მხრიდან - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს, ტრანსპორტის სერვისების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვანგ ჰიუჩუნი.
შეხვედრას ჩინეთის ტრანსპორტის ინოვაციების გლობალური კვლევითი ცენტრისა და საავტომობილო ტრანსპორტის ასოციაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში სატრანსპორტო-ლოგისტიკური, მათ შორის სატვირთო გადაზიდვების სექტორის განვითარების, ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები.
მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი კვოტის ზრდაზე, რაც საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით სატრანსპორტო ოპერაციების უკეთ დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
კომისიის სხდომაზე საუბარი წარიმართა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა/გადაყვანებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებებზე, მათ შორის, გამოიკვეთა არსებული გამოწვევები და შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრა უფლებამოსილი პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ლოგისტიკური ცენტრების შექმნის შესაძლებლობები და ამ მიზნით შემდგომ თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვეს.
კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით.
უახლესი
22 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით