გერმანიის სამრეწველო და მომსახურების სექტორის დამსაქმებლები თანამშრომლებს საათში საშუალოდ 39,5 ევროს უხდიდნენ, ასეთია ქვეყნის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მონაცემები, რომელიც 2022 წლის მაჩვენებლებს ასახავს.
გერმანია ამ მაჩვენებლით ევროკავშირის (EU) ქვეყნებს შორის 2019 წლიდან მეშვიდე ადგილზეა.
გასულ წელს ევროკავშირში ყველაზე მაღალი საათობრივი ხარჯები დაფიქსირდა ლუქსემბურგში - 50,7 ევრო, დანიაში - 46,8 ევრო და ბელგიაში - 43,5 ევრო.
ყველაზე დაბალი ხარჯები დაფიქსირდა ბულგარეთში - 8,2 ევრო, რუმინეთში - 9,5 ევრო და უნგრეთში - 10,7 ევრო.
ევროკავშირის 27 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი, (დაქირავებულთა სახელფასო სარგო) გასულ წელს საათში 30,5 ევროს შეადგენდა.
უახლესი