დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსულმა Red Wings-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა

რუსულმა Red Wings-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა

11-07-2023 15:31:28

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. 

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, თუმცა ფრენების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო.

10 ივლისს საღამოს რეისი გადაიდო ქუთაისის აეროპორტში არსებული პრობლემების გამო, რომელსაც ძლიერი წვიმის გამო თვითმფრინავები რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიუღია. აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რამდენიმე ოთახი დაიტბორა და ენერომომარაგება მწყობრიდან გამოვიდა.

რუსული ავიაკომპანიის Sukhoi Superjet 100 დღეს დილით მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრინდა და თბილისის დროით 10:44 წუთზე (Flightradar-ის მიხედვით) ქუთაისში დაეშვა.

დღეს, 11 ივლისს Red Wings პირველ რეისს სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტზე შეასრულებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები