დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია

30-11-2024 11:30:00

რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, შეკრება გუშინ საღამოს საათებში დაიწყეს და აქცია გამთენიამდე გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 10 თანამშრომელი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი.

მანამდე კი უწყებამ გაავრცელა განცხადება, რომ „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდამცველებმა სიტუაციის განსამუხტად გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები“.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას,  რომლის თანახმად, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები