ევროპაში ტურიზმი პანდემიის შემდეგ რეკორდული ტემპით აღდგება. მილიონობით ადამიანი ჩქარობს შვებულებას და დასვენებას, რომელიც მიუწვდომელი იყო Covid-ის შეზღუდვების გამო.
რუსების შემცირების ფონზე, ევროპის ტურისტული ინდუსტრიის მაჩვენებლებზე DW წერს.
რუსი და ჩინელი ტურისტების გარეშეც ევროპაში ტურისტული ბუმია
პანდემიის შემდეგ ევროპაში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. სასტუმროები, ტუროპერატორები და ავიაკომპანიები ახალ რეკორდებს ამყარებენ.
„2023 წლის პირველ ნახევარში ტურისტულ ობიექტებში ღამისთევების რაოდენობამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია, რაც ბევრ ქვეყანაში სექტორის მაჩვენებლების შესამჩნევ აღდგენაზე მიუთითებს“, - ნათქვამია „ევროსტატის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მასალაში.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ტურისტულ ობიექტებში 1,193 მილიონი ღამისთევა დაფიქსირდა, რაც თითქმის 11 მილიონით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, არსებული მაჩვენებლები 2022 წლის პირველ ნახევართან შედარებით 136 მილიონით მეტ ღამისთევას აფიქსირებს.
2023 წელს ტურიზმის ინდუსტრიაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება, მიუხედავად ფაქტორებისა, რომლებმაც უნდა შეაფერხონ ტურიზმი: ინფლაცია და ფასების ზრდა ევროპაში, მაღალი ტემპერატურა და ხანძარი ხმელთაშუა ზღვაში.
ამ ტურისტული ბუმის თავისებურება კი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი კლების და ჩინელი მოგზაურების ცუდად აღდგენილი ნაკადის ფონზე.
მიმდინარე წელს ყველაზე აქტიურები იყვნენ გერმანელი ტურისტები, რომლებმაც ფული არ დაზოგეს და ჯავშნები გააკეთეს სხვადასხვა კურორტებზე ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში. გაიზარდა მოთხოვნა საოჯახო ტურებზეც. გერმანია კი ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი გამავალი ტურისტული ბაზარია.
გერმანიის მთავარი ტუროპერატორის თქმით, მაღალი მოთხოვნა ზამთრის სეზონზეც გაგრძელდება. ირკვევა, რომ უკვე 15%-ით მეტი ჯავშანია, ვიდრე გასულ ზამთარში. მაგალითად, ზამთრის არდადეგებისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნა ეგვიპტესა და კანარის კუნძულებზეა.
ზაფხულში გერმანელები ყველაზე ხშირად ირჩევდნენ დასვენებას საბერძნეთში, თურქეთსა და იტალიაში. საბერძნეთში ტურიზმის სტატისტიკა წელს შესაძლოა რეკორდულ მაჩვენებლებზეც გავიდეს. ქვეყანა საჰაერო გზით ყოველთვიურად 10%-ით მეტ მგზავრს იღებს, ვიდრე 2019 წელს, როდესაც 33 მილიონი ტურისტული ვიზიტები დაფიქსირდა
ტურისტული ბუმი შესამჩნევია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მგზავრთა გადაადგილების მაჩვენებლებშიც. მაგალითად, Ryanair-ის მგზავრთნაკადის მაჩვენებლები 2023 წლის ივლისისა და აგვისტოსთვის საუკეთესო იყო კომპანიის ისტორიაში. მხოლოდ აგვისტოში Ryanair-მა რეკორდული 18,9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც 4 მილიონით მეტია 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე.
უახლესი
18 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება