დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის რეზიდენტებისთვის ვალუტაში დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის 40%-მდე შემცირება, ადეკვატურია - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი

რუსეთის რეზიდენტებისთვის ვალუტაში დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის 40%-მდე შემცირება, ადეკვატურია - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი

17-02-2024 14:19:00

 

სებ-ის გადაწყვეტილებაზე სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.

„ფაქტობრივად, სებ-ის გადაწყვეტილება რუსეთის რეზიდენტებისთვის ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნის 40%-მდე შემცირებაზე, ადეკვატურია იქიდან გამომდინარე, რომ არარეზიდენტების დეპოზიტები სტაბილურობას ინარჩუნებს და არ არის მოსალოდნელი, რომ მისი მყისიერი გადინება მოხდება. შესაბამისად, როგორც სხვა არარეზიდენტები სარგებლობენ დეპოზიტებზე ლიკვიდურობის მოთხოვნებით, ამის გავრცელება რუსეთის რეზიდენტებზეც ამ ვითარებაში არის ლოგიკური“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ამასთან, სებ-მა შეაფასა , თუ როგორია სესხების ფარდობა მშპ-ში.

„ფაქტობრივად ისევ ის ტენდენცია ვლინდება, რაც ადრე იყო და ისევ ჩამორჩება დაკრედიტების მშპ-თან ფარდობა მის ტრენდს. შესაბამისად, სებ-მა ლოგიკურად არ შეცვალა გადაწყვეტილება კონტრაციკლურ ბუფერთან დაკავშირებით“, - ამბობს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი.

ამასთან, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, სებ-ის ეს გადაწყვეტილები ეკონომიკის დაკრედიტებაზე დადებითად აისახება, რადგან ბანკებს უფრო მეტი მოქნილობის საშუალება ეძლებათ. ამასთან, დაკრედიტების ტრენდზე ისევ ფუნდამენტურ ფაქტორებს ექნებათ ძირითადი გავლენა. „აღსანიშნავია, რომ წელს დაკრედიტებაზე საგრძნობლად იმოქმედებს მონეტარული პოლიტიკის შემცირება, რომელიც გასული წლის მასიდან დაიწყო და 3 პროცენტული პუნქტით 9.0%-მდეა შემცირებული.

ამასთან, უკვე ვხედავთ რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება და საბანკო სექტორის როლი კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის ეკონომიკურ ზრდაში“ - ამბობს ქავთარაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები