2022 წლის 13 ოქტომბრიდან 2023 წლის 26 აპრილამდე პერიოდისთვის ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 8 872 მოქალაქე დარეგისტრირდა.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის სახით 646 იურიდიულ პირის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში, რუსეთის ფედერაციის 889 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა.
„წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის შესახებ მონაცემები მოძიებულია შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
ხელმძღვანელი/წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის სახით, რუსეთის ფედერაციის 638 მოქალაქის მონაწილეობა დარეგისტრირდა 563 იურიდიულ პირში.
ხელმძღვანელი/ წარმომადგენლის ან/და მმართველი ორგანოს წევრის შესახებ მონაცემები მოძიებულია შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“, - აღნიშნულია საჯარო რეესტრის სააგენტოს განმარტებაში, რომელიც უწყებამ პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას კითხვის პასუხად მოამზადა.
(ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული და მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით).
უახლესი
37 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა