დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რუსეთის ბაზარი დუბაისა და დოჰას მიმართულებით ჩავანაცვლეთ - Geofresh-ი

რუსეთის ბაზარი დუბაისა და დოჰას მიმართულებით ჩავანაცვლეთ - Geofresh-ი

29-06-2023 13:19:36

რუსეთის ბაზარი დუბაისა და დოჰას მიმართულებით ჩავანაცვლეთ. რუსეთში ლურჯი მოცვი აღარ გაგვაქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Geofresh-ის დირექტორის მოადგილე სალომე ყველიაშვილმა განუცხადა.

„მესამე წელია ლურჯი მოცვი უკვე აქტიურად გაგვაქვს დუბაისა და გალფის ქვეყნებში. 2023 წელს ეს მიმართულება ჩვენი მთავარი ბაზარი გახდა. ამ დროისთვის დუბაისა და დოჰას მიმართულებით 5 ტონა მოცვი გავიტანეთ. 1 კილოგრამის ფასი 7-8 დოლარია. ახალი შეკვეთების მოლოდინში ვართ“, - ამბობს სალომე ყველიაშვილი.

გასულ წელს კომპანიამ ლურჯი მოცვი ექსპორტზე სინგაპურსა და ქუვეითშიც გაიტანა. „წელს პლანტაციები განვაახლეთ, ამიტომ მოსავლიანობა 50-დან 35 ტონამდე შეგვიმცირდა.

მოცვის ნაწილს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. ძირითადად სადისტრიბუციო კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც პროდუქტს სუპერმარკეტებს აწვდიან“, - ამბობს სალომე ყველიაშვილი.

კომპანის „გლობალ გეპის“ სერთიფიკატს ფლობს. შესაძლოა Geofresh-ის პროდუქტი ექსპორტზე ევროპაშიც გავიდეს. 

Geofresh-ის მოცვის ბაღები ზუგდიდში, სოფელ რუხში მდებარეობს. წელს კომპანია 35 ტონამდე მოსავალს ელოდება. ადგილობრივ ბაზარზე მოცვის საბითუმო ფასი 8-9 ლარია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები