აგვისტოში ქვეყანაში შემოსულ ფულადი გზავნილებში ყველაზე მეტი,21.02%-ი რუსეთზე მოდის. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აგვსტოში რუსეთიდან საქართველოში 60.3 მლნ დოლარი ოდენობის თანხა გადმოირიცხა, რაც 45.61%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 287.0 მლნ აშშ დოლარი (752.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.1%-ით (47.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.6% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა აგვისტოში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 95.3% მოდიოდა.
უახლესი