საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობამ 283.878 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ამ დროს ეს მაჩვენებელი 387,177.7 აშშ დოლარს შეადგენდა, კლება 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26,7%-ია (103.299 მლნ აშშ დოლარი)
სებ-ის სტატისტიკით ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე ისევ რუსეთის ფედერაციაა, თუმცა რუსეთიდან გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
2023 წლის სექტემბერში რუსეთიდან 59,471.3 აშშ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2022 წლის სექტემბერში 173,942.2 აშშ დოლარი. კლება 114 471.1 მლმ აშშ დოლარია.
ათი ქვეყანა საიდანაც სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია - 59,471.3 მლნ აშშ დოლარი;
იტალია - 43,291.7 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია - 21,140.6 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი - 20,487.3 მლნ აშშ დოლარი;
ისრაელი - 17,158.1 მლნ აშშ დოლარი;
თურქეთი - 9,154.2 მლნ აშშ დოლარი;
ესპანეთი - 4,792.5 მლნ აშშ დოლარი;
ირლანდია - 4,546.6 მლნ აშშ დოლარი;
საფრანგეთი - 4,351.3 მლნ აშშ დოლარი;
ყირგიზეთი - 4,336.8 მლნ აშშ დოლარი;
უახლესი