რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines-ის საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მოსკოვი-თბილისის რეისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ განხორციელდა.
აეროპორტის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია, რადგანაც აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოსთან ავიარეისები გააუქმა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორციელების უფლება პირველს სწორედ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ს მიენიჭა.
დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.
ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით.
უახლესი
29 წუთის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე2 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს2 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა