დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომეო მიქაუტაძე SOCAR - ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა - რა განიხილეს

რომეო მიქაუტაძე SOCAR - ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა - რა განიხილეს

01-08-2023 17:53:07

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ და მუდმივად განვითარებად თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ენერგეტიკაში. აღინიშნა, რომ 2022 – 23 წლებში განხორციელებულმა უმაღლესი დონის ვიზიტებმა ორი ერის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალი ბიძგი მისცა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები არა მხოლოდ ხელს უწყობს ორივე ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებსრეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ბუქარესტში აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა გზას უხსნის თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას.

მხარეები ასევე მიესალმნენ SOCAR-ის წარმატებულ ფუნქციონირებას საქართველოში, განიხილეს ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის არსებული და სამომავლო შესაძლებლობები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები