დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი სისტემით გადმოირიცხა საქართველოში ყველაზე მეტი ფული

რომელი სისტემით გადმოირიცხა საქართველოში ყველაზე მეტი ფული

16-11-2023 15:00:31

საქართველოში ფულადი გამორიცხვების მიმართულებით RIA ლიდერობს. ოქტომბრის სტატისტიკით სწორედ RIA-ზე მოდის მთლიანი ჩარიცხვების 22.8%-ი. ოქტომბრის განმავლობაში RIA-ს მეშვეობით საქართველოში 64,529.7 ათასი დოლარი შემოვიდა.

Ria არის საერთაშორისო სწრაფი გზავნილის ერთ-ერთი ლიდერი სისტემა, რომელიც 160 ქვეყანასა და 402,000 -ზე მეტ მომსახურების პუნქტს მოიცავს. 

Ria საერთაშორისო გზავნილების სისტემებს შორის, ქართულ ბაზარზე  მესამე ადგილს იკავებს. Ria-ს საშუალებით თანხის გადარიცხვა/მიღება შესაძლებელია მსოფლიოს ყველა კუთხეში, მაქსიმალურად სწრაფად.

მეორე ადგილზეა Zolotaia Korona, რომლის წილიც ოქტომბრის ჩარიცხვების სტატისტიკაში 21.6%-ია. ოქტომბრის განმავლობაში Zolotaia Korona-ს მეშვებით საქართველოში 61,016.6 ათასი დოლარი ჩარიცხა. 

მესამე ადგილზე Money Gram-ა, რომელზედაც მთლიანი ჩარიცხვების 16.1%-ი მოდის მეოთხე პოზიციას კი Western Union-ი იკავებს, რომლის წილიც 15.2%-ია.

მეხუთე ადგილს კი Intel Express-ი იკავებს, რომლის წილიც ოქტომბრის ჩარიცხვების სტატისტიკით 11.6%-ია.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში სხვადასხვა სისტემებით ჩარიცხულმა თანხამ 283,006.1 ათასი დოლარი შეადგინა. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები