საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის ივლისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,4-იანი კლება.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9,6%), ტრანსპორტი (9,1%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.4%), განათლება (3.4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.6%), ჯანმრთელობის დაცვა (1,1%), დასვენება, გართობა და კულტურა (0.0%) და ასევე სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (4,3%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-7,4%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-3.1%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-2,7%) და ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-0.6%).
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება