დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ელექტრომობილი

რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ელექტრომობილი

21-07-2023 10:00:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში $24 214 200 ღირებულბის 850 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. 

ყველაზე მეტი ელექტრომობილი ქვეყანაში აშშ-დან შემოვიდა (426 ერთეული). მეორე ადგილზეა ჩინეთი (271 ერთეული), ხოლო მესამეზე გერმანია (53 ერთეული). 

ქვეყანა:                             ღირებულება :         ერთეული:

აშშ              $9,744.4                 426 
ჩინეთი            $8,188.8                 271
გერმანია             $3,914.2                  53
არაბთა გაერთიანებული საამიროები              $1,001.4                  27
კორეა, რესპუბლიკა                 $431.5                  15
იაპონია                $214.9                  34
ტაილანდი                 $120.9                    1
იტალია                 $112.2                    4
ნიდერლანდები                 $103.6                    4
ნორვეგია                   $94.9                    2
თურქეთი                   $80.8                    3
აზერბაიჯანი                   $80.3                    2
უკრაინა                  $ 53.4                    2
დანარჩენი ქვეყნები                   72.8                    6

 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები