საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-მაისში მსუბუქი ავტომობილები იმპორტმა 67,301.00 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის 5 თვეში იმპორტი 59,373.00 მსუბუქ ავტომობილს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 5 თვეში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების საერთო ღირებულებამ 1,015,039.10 ათასი დოლარი შეადგინა, 2022 წლის 5 თვეში კი 547,359.25 ათასი დოლარი.
მსუბუქი ავტომობილების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილების საერთო რაოდენობის 68%-ი მოდის. მეორე ადგილზეა იაპონია, რომელსაც იმპორტში 9%-ი აქვს. მესამე ადგილზეა გერმანია 8%-ით.
რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო მსუბუქი ავტომობილებს - ტოპ-5
რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2,6%-ით გაიზარდა. ხოლო რაც შეეხება ბოლო 14 წლის სტატისტიკას ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი საქართველოში 2022 წელს შემოვიდა, სულ 160 282 მსუბუქი ავტომობილი.
უახლესი