6-7 ივლისს „წისქვილი ჯგუფი“ „ქართული კუთხეების ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალის“ პარტნიორია „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“, რომლის ეგიდითაც „ქართული კუთხეების ფესტივალში“ 10 მეწარმე ქალი ერთვება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფესტივალმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „მეიდან ჯგუფთან“ პარტნიორობით, 6-7 ივლისს, სიონის ქუჩაზე, ყველაზე ტურისტულ ზონაში გაიმართება
„ვმასპინძლობთ იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიასა და რაჭას. ისინი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული წარმოდგენებით, ასევე გასტრონომიით წარმოაჩენენ მდიდარ ქართულ და ავთენტურ მემკვიდრეობას
სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების ფონზე, დააგემოვნონ ავთენტური ქართული კერძები, ქართული ღვინო და ნაწარმი.
ისიამოვნონ საინტერესო ქართული ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებით, რომლის შეძენასაც, რა თქმა უნდა, ადგილზე შეძლებენ“, - განმარტავენ ფესტივალის ორგანიზატორები.
მხარდამჭერი და პარტნიორები არიან, როგორც მსხვილი, ისე მცირე კომპანიები, მცირე მეწარმეები და ფერმერები, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილები ფესტივალზე.
„წისქვილი ჯგუფი“ საქართველოში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი სარესტორნო ქსელია, რომელიც გამოირჩევა მუდმივი განვითარებით და სიახლეების დანერგვით, არა მარტო გასტრონომიული, არამედ კულტურული და სახელოვნებო კუთხითაც.
2023 წელს, „წისქვილი ჯგუფმა“ საფუძველი ჩაუყარა ,,ქართული კუთხეების ფესტივალს“, რომლის მთავარი იდეა, ქართული კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის უკეთ გაცნობა და პოპულარიზაციაა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
პროგრამა:
6 ივლისი
13:00 - ფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია
14:00 - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,, ნაი-ნაი”; აკაკი ვასაძის ფოლკლორული ანსამბლი; ზ.ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის პედაგოგთა ანსამბლი; ა. ვასაძის ფოლკლორის სასწავლებლის ქორეოგრაფიული ანსამბლი; ქუთაისის მუნუციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ,, ბერმუხა”; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ჯგუფი;
15:30 - სამცხე-ჯავახეთი / ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი'', ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხეთის უნივერსიტეტი'', ,,ლომსია''.
16:30 - სვანეთი / ანსამბლი ,,რიჰო“.
12:00 – 20:00 - სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.
7 ივლისი
12:00 - ფესტივალის გახსნა
14:00 - რაჭა/ შალვა ჯაფარიძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი ,,რაჭა'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ორბა''.
15:30 - გურია/ ფოლკ-ბენდი ,,ნართი'' .
16:30 - სამეგრელო/ ანსამბლები ,,მუსიკელი'', ,,კოლხური ტრიო'', ,,გოგალაი'', ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხი“.
12:00 - სასიმღერო და საცეკვაო ნომრები, გასტრონომია, გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია, მასტერკლასები, საბავშვო ზონა.
უახლესი