რეალურად რამდენით გაიაფდა საქართველოში საწვავი 2023 წლის იანვარ-თებერვალში და როგორი იყო ფასის კლების დინამიკა, Business Insaider Georgia-მ ოფიციალური მონაცემები მოიპოვა.
სტატისტიკის თანახმად, „რეგულარის“ მარკის საწვავის ფასი ტაბლოს მონაცემებით 2022 წლის 1-ელ იანვარს ბრენდირებულ ქსელებში 3,04 -დან 3,15 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
არაბრენდირებულ მცირე ქსელებში კი 2,99 ლარი ღირდა. 2023 წლის 1-ელ იანვარს „რეგულარის“ მარკის საწვავის ფასი კვლავ ტაბლოს მონაცემებით ბრენდირებულ ქსელებში 2,79 -დან 2,99 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
არაბრენდირებულ მცირე ქსელებში კი „რეგულარის“ მარკის საწვავი 2,35 ლარი ღირდა. „რეგულარის“ მარკის საწვავის ფასი 2023 წლის 20 თებერვალს ბრენდირებულ ქსელებში 2,39-დან 2,69 ლარის ფარგლებში მერყეობდა ხოლო არაბრენდირებულ ქსელებში ფასი 2,20 ლარს შეადგენდა.
პრემიუმის მარკის საწვავის ფასის დინამიკა - წყარო: კონკურენციის სააგენტო
ევრო დიზელის ფასების დინამიკა - წყარო: კონკურენციის სააგენტო
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევის დასრულების პარალელურად სამინისტროების მიერ სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა დააანონსა, რომელიც ქვეყანაში საწვავის ფასებს შეისწავლიდა.
20 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ იმპორტიორები საწვავზე ფასს კიდევ შეამცირებენ.
მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა,რომ შესაძლოა, „რეგულარზე“ ფასი 2-ლარამდე შემცირდეს.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა