დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის გახდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი

რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის გახდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი

03-09-2024 10:42:00

რამდენიმე კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის გამოცდა 2024 წლის ბოლოს ორ ეტაპიანი გახდება. ამის შესახებ შს მინისტრმა სპეციალური ბრძანება გამოსცა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზეა ხელმისაწვდომი.

კერძოდ, წლის ბოლოდან ორეტაპიანი გამოცდა (მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში ჩაბარება) სავალდებულო „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის ხდება.

„B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მიზანია ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგამოცდო ავტომობილის მართვის პროცესში მძღოლობის კანდიდატის თეორიული ცოდნის გამოყენების საწყისი უნარ-ჩვევების შემოწმება, ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის დაშვების შესაძლებლობის განსაზღვრა“, - ნათქვამია შს მინისტრის ბრძანებაში.

ეს კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს: CE – სატვირთო მისაბმელით; DE – სამგზავრო მისაბმელით; C1E – მსუბუქი სატვირთო მისაბმელით; D1E – სამგზავრო მისაბმელით.

ბრძანების თანახმად, განისაზღვრა „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი და მისი შეფასების წესი 1. „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეასრულოს შემდეგი საგამოცდო ელემენტები: ა.ა) „უკუსვლით პარკირება“; ა.ბ) „პლატფორმასთან უკუსვლით დაყენება“; ა.გ) „მისაბმელის გადაბმა და ჩახსნა“; ბ) პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის მსვლელობისას დაიცვას ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და გამოავლინოს იმავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უნარ-ჩვევები. 2. პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩაბარებისას მძღოლობის კანდიდატს ეკისრება საჯარიმო ქულა შემდეგი წესის მიხედვით: ა) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დადგენილი თითოეული საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე; ბ) 10 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დადგენილი საგამოცდო ელემენტის შესრულების წესის თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე; გ) 40 საჯარიმო ქულა – ამ წესის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული თითოეული მოთხოვნის დარღვევის ყოველ ჯერზე.“. „ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ხანგრძლივობა და მანძილი ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ შესაძლებელი იყოს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული მოქმედებების, ასევე, სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის შეფასება. „B“, „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე საგამოცდო ავტომობილის უშუალოდ საგზაო მოძრაობაში მართვისათვის განკუთვნილი დრო (საგამოცდო მარშრუტის გავლისათვის საჭირო დრო) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 25 წუთს, ხოლო „C“, „D“, „CE“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე – არანაკლებ 45 წუთს.“

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები