დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ კომპანიას ჰყავს ელექტრო ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი ახალი აბონენტი

რომელ კომპანიას ჰყავს ელექტრო ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი ახალი აბონენტი

09-08-2024 23:20:00

გამანაწილებელი ქსელის გამართული ფუნქციონირების საჭიროება და აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალურია ელექტროენერგიის მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის ფონზე. ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორს.

2023 წლის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დედაქალაქს დაემატა 23 028 ახალი აბონენტი. მათ შორის: 20 817 - საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო 2 211 აბონენტის წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის 2023 წლის ანგარიშში წერია

თვითმმართველი ქალაქებისა და სხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გამოაგზავნა შემდეგი მონაცემები

სხვა მუნიციპალიტეტებში დაემატა 10 934 აბონენტი (მათ შორის: საყოფაცხოვრებო - 7 555 მომხმარებელი; არასაყოფაცხოვრებო - 3 379 აბონენტი).

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები