არარეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“-ში წერია, 2024 წლის ნოემბერში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი 42%-ს გაუტოლდა. ნოემბერში საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 359 ლარამდე შემცირდა, როცა გასულ თვეში მონაცემებმა მიმდინარე წლის პიკს მიაღწია და 414 ლარი შეადგინა.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, ნოემბერში წლიურად 39%-ით გაიზარდა.
ასევე, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 57%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის ცნობით, 2024 წლის ნოემბერში, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით წლიურად 57%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთეულ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი სექტემბრიდან მოყოლებული მცირდებოდა და ნოემბერში 31 ლარი შეადგინა. მიმდინარე პერიოდში. თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯებში გართობის სექტორში 7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი
8 საათის წინ
ჰენკელი - ექსკლუზიურად გორგიაში