ბათუმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გაიხსნა. აქ მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია იმოქმედებს. ოფისი სახელმწიფო ინვესტიციით აშენდა.
ამავე შენობაში შეისწავლიან როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი.
„ეტაპობრივად ვახორციელებთ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ტურისტულ სეზონზე. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება დადგენილ ნორმებს“, - ამის შესახენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ოთარ რიჟამაძის განცხადებით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია ხელს შეუწყობს იმას, რომ ტურისტებმა კიდევ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა წყლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველდღე მიიღებს.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის შეფასებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი გარემოს დაბინძურების კონტროლის თვალსაზრისით და ეს ოფისი აშენდა სახელმწიფო ინვესტიციით.
ახალ ლაბორატოროაში ზღვის წყლის სინჯების სრული ანალიზი უკვე ჩატარდა. კვლევის თანახმად წყლის ხარისხი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხს მუდმივად ამოწმებს.
შავი ზღვის მასშტაბით 12 ლოკაციაზე ხდება წყლის ნიმუშის აღება და ხდება ქიმიური და ჰიდრო-ბიოლოგიური მონაცემბის განსაზღვრა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა