დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საპენსიო აქტივების განაწილების სტატისტიკა

როგორია საპენსიო აქტივების განაწილების სტატისტიკა

07-06-2023 16:00:03

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო ფონდის საინვესტიციო აქტივების წმინდა ღირებულება 2,947,150,653 ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 436,969,884 ლარია.

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე 40.82%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 2,69% შეადგინა. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, საინვესტიციო პორტფელის 81.2% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18.8% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.

რაც შეეხება პორტფელის განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის ბოლოს 63.0% განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 2% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი.

„უცხოურ აქციებში ინვესტირებული იყო პორტფელის 7,4%, აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში 10.5%, ხოლო საქართველოს სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილი პორტფელის 16.2%-ს შეადგენდა. საპენსიო აქტივების 0.8% ევროობლიგაციებში იყო განთავსებული, 0.1% კი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 89.4% განთავსებული იყო მინიმუმ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების ინვესტირებას არ ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში.

2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების განაწილება აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებს, მათ შორის: წილობრივ ფასიან ქაღალდებსა და უცხოურ ვალუტაში აქტივების განთავსების ლიმიტს, საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და კონცენტრაციის შეზღუდვებს“, აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები