დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური კავშირები

როგორია საქართველოსა და ევროკავშირის ეკონომიკური კავშირები

07-11-2023 13:00:02

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 7%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ევროკავშირში 565,098.00 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიტანა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 610,330.96 ათასი დოლარი იყო.

2021 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში 717,086.11 ათასი დოლარის ექსპორტი განახორციელა, ხოლო 2022 წელს კი 862,525.19 ათასი დოლარის. ექსპორტი ზრდამ 20%-ი შეადგინა.

2023 წლის მიმდინარე სტატისტიკით, ევროკავშირში გატანილი პროდუქციიდან 46%-ო მადნებსა და სპილენძის კონცენტრატებზე მოდის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 261,348.07 ათასი დოლარი, 
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 32,170.84  ათასი დოლარი, 
  • თხილი და სხვა კაკალი - 30,144.12 ათასი დოლარი, 
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 25,075.31  ათასი დოლარი, 
  • მსუბუქი ავტომობილები - 22,426.48  ათასი დოლარი.

სამაგიეროდ იმპორტში 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან 2,720,834.90 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი მოახდინა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,128,120.57 ათასი დოლარის. ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტში ნომერ პირველი სასაქონლო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, რომელსაც ევროკავშირიდან იმპორტში 12%-ი უკავია. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს

  •  მსუბუქი ავტომობილები - 328,008.75 ათასი დოლარი, 
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 189,699.51 ათასი დოლარი, 
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 175,461.27 ათასი დოლარი, 
  • ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 84,755.12 ათასი დოლარი, 
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 82,625.09 ათასი დოლარი

ტურიზმი - ევროკავშირის ქვეყნებთან

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 3 კვარტალში საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 328,909 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა. 2022 წლის პირველ სამ კვარტალში ვიზიტორების რაოდენობამ 213,093 შეადგინა. ზრდა - 54,3%-ია. 

ინვესტიციები - ევროკავშირის ქვეყნებიდან

 

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კონკრეტული ინვესტიციებით, რათა  პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. უახლოეს წლებში ევროკავშირი ინვესტირებას  მოახდენს შემდეგ ფლაგმანურ პროექტებში:

 სანდო ინტერნეტი შავი ზღვის ინტერნეტ - კაბელის და ელექტრო კაბელის საშუალებით

 ბორანით მიმოსვლა შავ ზღვაში

 80000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

 მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 1000 სოფლის თემებში

 სუფთა ჰაერი და ენერგოეფექტიანობა 1 მილიონი ადამიანისთვის

ევროკავშირის ქვეყნები კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორებია: მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20.5%-იანი წილი უკავია. 2022 წლისთვის საქართველოს მთლიან ექსპორტში წამყვანი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია (15,4%), შემდეგ არიან ჩინეთი (13,2%), აზერბაიჯანი (12%), რუსეთი (11 , 5%) და თურქეთი (7,8%) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი).

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ვაჭრობა საქართველოსთან (რომელიც 75 – ე ადგილზეა) 2022 წლისთვის 0,1% –ს შეადგენს, 4,256 მილიარდი ევროს ღირებულებით (EUROSTAT).

2022 წელს ევროკავშირის ექსპორტმა საქართველოში 3.23 მილიარდი ევრო შეადგინა. ძირითადი საექსპორტო საქონელი უმთავრესად არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა, როგორიცაა მინერალური პროდუქცია, მექანიზმები,  ხელსაწყოები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.

ევროკავშირის ძირითადი იმპორტი საქართველოდან მოიცავს ძირითადად სამრეწველო პროდუქციას, როგორიცაა მინერალური პროდუქცია. გარდა ამისა, ქიმიური ან მომიჯნავე მრეწველობის პროდუქცია, ტექსტილის ნაწარმი და ბოსტნეული.

2022 წელს ევროკავშირმა საქართველოდან 1,026 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შემოიტანა (EUROSTAT).

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. ასოცირების შესახებ შეთანხმება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით საშუალოდ 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები