2023 წელს საქართველოს რკინიგზა რეკორდული რაოდენობის მგზავრთნაკადს მოემსახურა. როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, 2023 წელს მგზავრნაკადის 42%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვების კუთხით 2022 წლის ჩავლით იყო მზარდი ტრენდი, დაახლოებით 48%-იანი ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვებში. 2023 წელს კი აზერბაიჯანის რკინიგზის თხოვნით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებული იყო, სამშენებლო სამუშაოები ტარდებოდა. შესაბამისად იყო მცირედი კლება სატვირთო გადაზიდვები. რაც შეეხება მგზავრთა გადაყვანას, იყო რეკორდული მაჩვენებლები. კომპანიამ მგზავრთა რაოდენობა 42%-ით გაზარდა, ასევე გაიზარდა შემოსავალი 50%-ით და იყო რეკორდული შემოსავალი 41 მლნ ლარი“, - აღნიშნა დავით ფერაძემ.
უახლესი