დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო რეიტინგებში - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორია საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო რეიტინგებში - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

10-02-2025 09:55:00

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. აბაშიშვილმა მიმდინარე ეკონომიკური მაჩვენებლები მიმოიხილა და განაცხადა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეუნარჩუნა.

„კიდევ ერთი დასტური, რომ პანიკის საფუძველი არ არის, ეროვნული ვალუტის გამყარება გრძელდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტა. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ იმ ადამიანს მივმართო, რომელიც გამოირჩევა პანიკის დათესვით ამ საკითხთან დაკავშირებით: ფაქტები ყოველთვის ადასტურებს იმ მცდარ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება. უკვე სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც 2 თვის წინ საქართველოს ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო და ლარი 25%-ით უნდა გაუფასურებულიყო. ანუ ეს 2 თვის წინ უნდა მომხდარიყო და 3 თვე გავიდა მას შემდეგ. არ ვიცი რა ხდება, იქნებ ახლა ამ კუთხით განმარტებები გავაკეთოთ? ასევე ის ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური ზრდის კლებას პროგნოზირებენ მიმდინარე წელს შემდგომ საკუთარი კომპანიების გაყიდვების მაღალ მიზნებს უსახავენ ხოლმე. აქაც ერთი მეორესთან წინააღმდეგობაში მოდის. თუ ეკონომიკის ვარდნა უნდა გაგრძელდეს, მაშინ საკუთარ კომპანიებს გაყიდვების ზრდას რანაირად ავალებთ? მაგრამ ამ ყველაფერზე სჯობს, რომ ვისაუბროთ მყარი არგუმენტებით. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა. კიდევ ერთხელ ამას ამბობს უმნიშვნელოვანესი საკრედიტო სააგენტო და რა არის მთავარი ასპექტები, რაზე მახვილდება ყურადღება: საბანკო სექტორის სტაბილურობა, ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 1,6%-ი იქნება. მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის აღიარება ამ თვალსაზრისით. აქვე, აუცილებლად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ქალბატონ ნათიას მივულოცო პრეზიდენტობა. სებ-ის ისტორიაში გვყავს პირველი ქალი პრეზიდენტი და შედეგებსაც ვხედავთ. ის რაზეც ვილაპარაკე არის სწორედ მანამდე სწორედ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სწორი მენეჯმენტის შედეგი. დიახ, ეს არის რეალური მაჩვენებლები და არა ვარაუდები, რომელიც საპირისპიროდ ხდება ხოლმე, ანუ ის ნეგატიური მოლოდინები. ამასობაში, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ არა წარუმატებელ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, არამედ უმნიშვნელოვანეს საფინანსო ინსტიტუტების მაჩვენებლებს: მსოფლიო ბანკი - 6%, სსფ - 6% და S&P Global - 5,7%. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ჩვენ გვეუბნებიან ავტორიტეტული საფინანსო ინსტიტუტები, საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციები. ისინი ამბობენ, რომ საქართველო ღია და გახსნილია ინვესტორებისთვის. ვისი უფრო დაიჯერება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, თუ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების? მე მგონია, რომ დასკვნები ამ შემთხვევაში გვაქვს ციფრობრივი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ყველაფერი არ არის საქართველოს მთავრობის მაჩვენებლები, რომელიც შემდგომ მართლდება ხოლმე, ეს ყველაფერი არის საერთაშორისო ინტიმურების მაჩვენებლები. 

ამასობაში როდესაც საქართველოს ეკონომიკის დადებით მოლოდინებზეა საუბარი, თუ ჩვენ შევხედავთ ლონდონის საფონდო ბირჟას, ორივე ქართული კომერციული ბანკი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კვირას ზრდის ტენდენციით ასრულებს. კიდევ ერთხელ, ნიშნები არის პოზიტიური და რაც არ უნდა მოვინდომოთ, ყველა ხელშემწყობი ფაქტორია განვითარებაზე ორიენტირებისთვის“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები