დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

როგორია საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

03-02-2025 09:57:00

ინფლაციის დაბალი და ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ეს არის, რასაც მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ, - ამის შეახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზები იყო საკმაოდ კონსერვატიული, თუმცა 2024 წელი საკმაოდ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით დავასრულეთ.

„დავიწყოთ Business Insider Georgia და დავიწყოთ ის ეკონომიკური მიმოხილვით. სხვათა შორის Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდრის მიხედვით დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაციის მაჩვენებელია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენადაც ჩვენ მაჩვენებლებს ვუყურებთ ის არის სებ-ის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ, უფრო ქვემოთაც კი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ამ ნაწილზე შენარჩუნდეს. თუმცა როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია თუ ეკონომიკური ზრდის როგორი მიმდინარე ტენდენციები გვაქვს. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა, შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5 პროცენტით განისაზღვრა. სხვათა შორის ეს მაჩვენებლები არის მაჩვენებლები, რომელიც 2024 წლის დასაწყისში არ ჰქონდა ნავარაუდები არც საქართველოს მთავრობას და არც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს. შესაძლებელი იყო თუ არა უფრო მეტი მაჩვენებელი? რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო. სხვათა შორის აქვე დავესესხები Moody's-ის რეიტინგს, როდესაც საუბრობდა საქართველოს შესახებ. იქ აღინიშნა, რომ ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი შემაფერხებელი ბუნებრივია იყო ის პოლიტიკური პროცესები, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ეს ეხებოდა როგორც მაისის მოვლენებს, ისე შემდგომ პერიოდს. ცხადია ეს ყველაფერი გარკვეულ გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა მიუხედავად ამისა ვხედავთ გაზრდილ მაჩვენებელს. ცხადია ყველას აქვს კითხვა თუ როგორი იქნება 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ამ შემთხვევაში მხოლოდ ორ, ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციებს: მსოფლიო ბანკსა და სსფ-ს დავესესხები, რომელთა მონაცემებითაც 6%-ი არის ის მინიმალური მაჩვენებელი, როგორიც იქნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა. რატომ ვამბობ მინიმალურ მაჩვენებელს? როგორც წესი მათი პროგნოზი, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის პროგნოზი წლის დასაწყისში არის საკმაოდ კონსერვატიული. ასე იყო გასულ წელსაც, თუმცა ეკონომიკური ზრდა იყო საბოლოოდ ბევრად მაღალი, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი. ასე იქნება დიდწილად 2025 წელსაც. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული არ არის. დამოკიდებულია სავაჭრო ქვეყნებზეც. თუმცა ერთი საინტერესო ფაქტიც იყო გასული კვირის განმავლობაში, რაც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არის პოზიტიური ნიშანი. ეს იყო სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ის დონეზე დატოვებას. ანუ არ გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი. გასული წლიდან მოყოლებული სებ-ი ზომიერად ახდენდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას. მოლოდინები, გარე პროგნოზები იყო ერთგვარად პესიმისტური. ვგულისხმობ ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების შეფასებებს და რომ ეკონომიკა უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ნეგატიურ პროცესებში წასული. და შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთი იქნებოდა გაზრდილი. არანაირი საფუძველი არ გაქვს, რომ სებ-ის გადაწყვეტილებაში ეჭვი შევიტანოთ, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სწორად მართავდა პროცესებს. იყო გადაწყვეტილება უცვლელ მაჩვენებელზე დატოვების, შესაბამისად ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ პროცესები ამ კუთხით პოზიტიურია. ამას ადასტურებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: მსოფლიო ბანკი და სსფ. მოკლედ ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი და ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ეს არის რასაც მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ველოდოთ. 

სავაჭრო პარტნიორები ვახსენეთ და გეტყვით, რომ ჩინეთში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, თუმცა კლების ტენდენციაა 2025-2026 წლებში. ასევე ვხედავთ ევროზონის საშუალო მაჩვენებელს და აშშ-ს, ასევე პარტნიორების საშუალო შეწონილ მაჩვენებელს. საქართველო ამ ვითარებაში შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ 6%-ი არის ის კონსერვატიული შეფასება, რასაც ვიმედოვნებთ, რომ იქნება გაცილებით მაღალი და ამის გამოცდილება ჩვენ გვქონდა წინა წლების განმავლობაში“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები