ყავის ღირებულებამ 2024 წელს შესაძლოა, რეკორდულ დონეზე აიწიოს მსოფლიოში ყავის მარცვლების ფასის მკვეთრი ზრდის გამო. ეს ნეგატიური ტენდენცია ნაკარნახევია არახელსაყრელი ამინდებით ბრაზილიაში, რომელიც პოპულარული არომატული სასმელის ნედლეულის მთავარი მწარმოებელია.
ამის შესახებ Bloomberg წერს.
როგორ შეიცვალა ყავის ფასი მსოფლიოში
ბრაზილია ითვლება ყავის მარცვლების წამყვან მწარმოებლად მსოფლიოში, შემდეგ მოდის ვიეტნამი და კოლუმბია. ყავას ძირითადად მცირე მეურნეობები აწარმოებენ, შემდეგ მათი მფლობელები შუამავლების დახმარებთ ყიდიან.
Bloomberg-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ ბრაზილიელი ფერმერები ყინვების წინაშე აღმოჩნდნენ, რამაც შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს მათ მოსავალზე. ასევე ვარაუდობენ, რომ უამინდობა შეიძლება დაბრუნდეს მინას-ჟერაისისა და სან პაულოს შტატებში, რომლებიც აწარმოებენ ყავის მარცვლის უმეტეს ნაწილს. ყინვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოსავლის მოცულობაზე, ასევე გავლენა მოახდინოს მშრალმა ამინდებმა ბრაზილიის მოსავალზე.
ამ ამბების გათვალისწინებით, Arabica-ს ფიუჩერსები მიმდინარე კვირას 7%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 9 ივლისის შემდეგ. სულ რაღაც ერთ წელიწადში ყავის ნედლეულის ღირებულება 30%-ით გაიზარდა.
Cazarini Trading Co-ის პრეზიდენტმა ტიაგო კაზარინიმ თქვა, რომ უამინდობა საკმარისია ნედლეულის მიწოდების შეფერხების გამოსაწვევად.
"სერადოსა და მაღალ მოგიანას ნაწილებში მინიმალური ყინვები საკმარისი იყო ახალი შეშფოთების გასაჩენად მიწოდებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვართ ისეთ პირობებში, როდესაც შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია", - თქვა ტიაგო კაზარინიმ.
უახლესი