დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყნის საგარეო ვალის სტატისტიკა

როგორია ქვეყნის საგარეო ვალის სტატისტიკა

22-10-2024 10:00:00

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 033 490 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24 658 717 ათასი ლარია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში 2023 წლის სექტემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 7%-ითაა გაზრდილი.

სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 452 773 ათასი დოლარი იყო. 

2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 647 602 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23 605 359 ათასი ლარია.

სექტემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 538 410 ათასი დოლარია, ანუ 17 847 898 ათასი ლარი.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები