ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 13%-ითაა შემცირებული. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 44,60 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 51,3 მლნ კვტ/სთ.
მიმდინარე წელს ელექტროსადგურმა ყველაზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება მარტში მოახერხა, სულ 8,35 მლნ კვტ/სთ.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის წლიური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.
ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.
უახლესი