თურქეთში ექსპორტი 6%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 7%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ თურქეთში ექსპორტზე 347,035.69 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 326,679.21 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 6.2%-ის დონეზეა. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია, რომელზეც ამ ქვეყანაში მთლიანი ექსპორტის 27%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:
რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტს ამ მიმართულებით ზრდა 6.6%-ის დონეზეა. 2024 წლის 9 თვეში საქართველომ თურქეთიდან 1,986,742.78 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,864,317.10 ათასი დოლარის.თურქეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი დაფასოებული სამკურნალო საშუალებებია, რომელზეც მთელი იმპორტის 6%-ი მოდის.
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (908.0 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (634.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (544.3 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 986.7 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 376.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 313.0 მლნ. აშშ დოლარი).
უახლესი
36 წუთის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა4 საათის წინ
თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება