თბილისში ცხენით საათნახევრიანი ტური 90 ლარი ღირს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას ტურისტული კომპანია Everywhere-ს დამფუძნებელმა თამარ გუდავაძემ განაცხადა.
„ყველაზე მოთხოვნადი მაინც თბილისის ცხენტურებია, რადგანაც ყველაზე ახლოსაა და ყველაზე მოკლე ტურია. თუმცა ასევე გვაქვს და მოთხოვნადია ტურები ყაზბეგში, ბორჯომში, თუშეთსა და სვანეთში“, - აცხადებს Everywhere დამფუძნებელი.
„რაც შეეხება რეგიონებს ყველაზე მოთხოვნადი მაინც ყაზბეგის ცხენტურებია. ყაზბეგშიც ძირითადად ტურები რამდენიმე საათიანია, გერგეთის მთაზე ასვლა, ელიას მთაზე ასვლა ეკლესია მონასტრების სანახავად. ასევე მოთხოვნადია 1 დღიანი ტურები. რომ შევაჯამოთ პირველ რიგში ყველაზე მოთხოვნადია რამდენიმე საათიანი ტურები, შემდეგ მოდის 1 დღიანი ტურები, ხოლო შემდეგ რამდენიმე დღიანი ტურები.
რეგიონებში ცხენტურების ორგანიზებისთვის საჭიროა ტრანსპორტირებაც და ვინაიდან ინდივიდუალური ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება, ეს თანხა იყოფა მგზავრების რაოდენობაზე და მაგალითად ერთი ადამიანისთვის ბორჯომის ტური 150 დოლარი ღირს ტრანსპორტირებიანად და ცხენტურიანად. საუბარია 2 საათიან ტურზე“, - განმარტავს თამარ გუდავაძე.
საქართველოს გარდა Everywhere უზრუნველყოფს ცხენტურების ორგანიზებას სომხეთის მიმართულებაზეც, თუმცა როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სომხეთის მიმართულებაზე მოთხოვნა მაღალი არ არის.
ტურების დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს: https://everywhere.ge/
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი