დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ მუშაობს საერთაშორისო კოსმეტიკური ბრენდი Bioline Jato საქართველოს ბაზარზე

როგორ მუშაობს საერთაშორისო კოსმეტიკური ბრენდი Bioline Jato საქართველოს ბაზარზე

04-04-2023 21:23:00

საერთაშორისო კოსმეტიკური ბრენდი Bioline Jato, რომელიც ქართულ ბაზარზე რამდენიმე  წლის წინ შემოვიდა, ფასების შენარჩუნებას ახერხებს. 

როგორც  Business Insider Georgia-ს საქართველოში Bioline Jato-მ თანადამფუძნებელმა მარიამ მურვანიძემ განაცხადა, ფასების შენარჩუნება ესთეტიკურ ცენტრში ამ ეტაპზე მარჟის შემცირების ფონზე ხერხდება. 

„ჯერჯერობით პროდუქციის ფასი არ გაგვიზრდია და მაქსიმალურად ვცდილობთ მის შენარჩუნებას. ზოგადად მსოფლიოში 30%-ით გაძვირდა ნედლეული და ამის გამო ყველა ბრენდმა ფასები აწია. პროცედურებზე შევცვალეთ ფასები და მოგების მარჟა შევამცირეთ. რეალურად მარჟის შემცირების ხარჯზე ვახდენთ ოპერირებას“, - აცხადებს მარიამ მურვანიძე.

მისვე განმარტებით, ესთეტიკურ ცენტრ Bioline Jato ძირითად აქცენტს მაინც არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე და მათთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე აკეთებს.

„ჩვენი მიზანია, რომ შემოდინება სადღაც 20%-ი იყოს,  ხოლო დანარჩენი იყოს არსებულ კლიენტებთან მუშაობა და ახალი პროცედურების შეთავაზება“, - განმარტავს საქართველოში Bioline Jato-ს ესთეტიკური ცენტრის თანადამფუძნებელი.

მარიამ მურვანიძე Business Insider Georgia-თან ჰყვება, რომ 2 წლის წინ ესთეტიკა-კოსმეტოლოგიის ბიზნესში შესვლის შანსი მიეცა და შედეგმაც გაამართლა. 

„შესაძლებლობა მომეცა, რომ ამ სფეროში შევსულიყავი და არ ვთქვი უარი. Bioline Jato-მ საქართველოში მუშაობა 15 წლის დაიწყო, თუმცა გაფართოების გადაწყვეტილება 2 წლის წინ მიიღო, რომელსაც მე ჩავუდექი სათავეში. ასე ვთქვათ ეს არის ოჯახური ბიზნესი.

თავად Bioline Jato, რომელიც ასევე ოჯახური ბიზნესია უკვე 50 წელზე მეტს ითვლის. ნანოტექნოლოგიური ბრენდია, რომელსაც აქვს თავისი ქარხნები, ლაბორატორია, რაც იშვიათია კოსმეტოლოგიურ ბრენდებში.

Bioline Jato-ს აქვს ასევე თავისი ინსტიტუტი სადაც ასწავლიან. ჩვენს ესთეტიკურ ცენტრში საკმაოდ მაღალპროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. თავად გუნდი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული. საერთაშორისო ბრენდი როდესაც შემოგყავს მას მოჰყვება თავისი სპეციალური პროგრამები, თუ როგორ ხდება პროდუქტის გამოყენება და ასევე ტექნიკა. 

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ინერგება ყველას თავისი ტრენინგი მოჰყვება, ანუ სპეციალისტი ეცნობა იმ სიახლეს, რაც კომპანიას აქვს“, - განმარტავს მურვანიძე.

Bioline Jato პროცედურებისას აპარატურას არ იყენებს. Bioline Jato ეკო მეგობრული ბრენდია. მისი ფილოსოფია უგულებელყოფს გარეგნობაში ყოველგვარ უხეშ ჩარევას, ის ორიენტირებულია ბუნებრიობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე ხელოვნური მანიპულაციების გარეშე.

„რებრენდინგის შემდეგ კომპანია ეტაპობრივად გადადის ეკომეგობრულ პროდუქციაზე. პროდუქტები, რომლებმაც რებრენდინგი უკვე განიცადეს მარტივად იშლება და მაქსიმალურად ხდება ბუნების გაფრთხილება და დაზოგვა“, ამბობს ესთეტიკური ცენტრის თანადამფუძნებელი. მარიამ მურვანიძის შეფასებით, ესთეტიკური ცენტრის მომხმარებელი უპირატესობას მაინც ტანის პროცედურებს ანიჭებს.

„ჩვენ ვთავაზობთ სახის და ტანის მასაჟებს და სხვადასხვა პროცედურებს. ქართველ მომხმარებელში მაინც ტანის მასაჟები და ზოგადად კლასიკური მასაჟებია მოთხოვნადი. პოპულარულია ტალახში გახვევები. ჩვენ ეს პროდუქცია საკმაოდ ბევრი სახეობის გვაქვს, მაგრამ ცნობილი მაინც სპეციალური ტალახია, რომელიც Bioline Jato-ს მიერაა შექმნილი.

ქართველებს ეს შეხვევები და კლასიკური მასაჟი მოსწონთ. სახეს რაც შეეხება, ჩვენთან ნემსები და აპარატურა არ არის და ძირითადი აქცენტი მაინც დატენიანების პროცედურებზე და პილინგზე, უინექციო ბიორევიტაცია და სახის მასაჟზე კეთდება“, - აცხადებს მარიამ მურვანიძე. 

დღეისათვის ესთეტიკური ცენტრში 10 ადამიანია დასაქმებული.

ცნობისათვის, Bioline Jato-ს ისტორია თითქმის ნახევარი საუკუნის წინ იტალიაში დაიწყო. სილამაზის ინდუსტრიაში ბრენდმა თავისი ფუნდამენტური ღირებულებებით –  ხარისხი, კვლევები და პროფესიონალიზმი – დაიმკვიდრა ადგილი და წლებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა.

პირველივე დღიდან ბრენდი ქმნის და ავითარებს როგორც ქალების, ისე კაცების თავის მოვლის საშუალებების ინდივიდუალურ ხაზს და მეთოდებს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები