Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 22-26 აპრილის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა და წინა კვირასთან შედარებით უმეტესად პლიუსშია.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 53.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.86% წინა კვირასთან შედარებით და +9.28% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 463 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.30 - 53.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 34.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +12.56% წინა კვირასთან შედარებით და +9.00% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 329 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 30.65 - 34.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 13.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.26% წინა კვირასთან შედარებით და +1.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 124 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 12.78 - 13.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 33 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი