დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

16-10-2023 16:29:30

Galt & Taggart კვირის მიმოხილვის თანახმად, 9-13 ოქტომბრის ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე, წინა კვირასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.44% წინა კვირასთან შედარებით და - 1.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 167 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.90 - 35.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა. 

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.01% წინა კვირასთან შედარებით და +0.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 201 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.50 - 29.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 39 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და -6.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 104 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.28 - 9.67 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 40 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები