დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი

26-02-2024 18:30:00

Galt & Taggart-ის 18-22 თებერვლის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები, როგორც კვირის ჭრილში, ისე წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 45.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +15.01% წინა კვირასთან შედარებით და +22.75% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 413 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.85 - 47.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 30.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.01% წინა კვირასთან შედარებით და +6.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 122 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.15 - 30.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 25 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 12.36 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.77% წინა კვირასთან შედარებით და +17.49% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 729 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 11.24 - 12.52 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები