დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები

როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები

29-01-2024 18:10:00

Galt & Taggart-ის 22–26 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა.

თიბისის აქციებმა წინა კვირასთან შედარებით თითქმის 6% დაკარგა, საქართველოს ბანკისა და Georgia Capital-ის აქციები კი პლუსში გავიდნენ. 

კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.13% წინა კვირასთან შედარებით და - 3.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 152 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 36.85 - 38.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.91% წინა კვირასთან შედარებით და -3.13% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 165 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.10 - 29.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 28 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.72 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.37% წინა კვირასთან შედარებით და +5.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 467 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.50 - 10.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 146 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები