დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ იცვლებოდა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

10-09-2024 10:00:00

2-6 სექტემბრის კვირაში ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე სხვადასხვა მიმართულებთ შეიცვალა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 40.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -10.88% წინა კვირასთან შედარებით და +1.88% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 228 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.40 - 46.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.84% წინა კვირასთან შედარებით და +2.71% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 232 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 - 31.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.67 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.38% წინა კვირასთან შედარებით და - 0.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 374 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.66 - 10.32 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 113 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები