დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აღნიშნეს გაზაფხულის პირველი დღეები წინანდლის მამულში SOLO-სთან ერთად

როგორ აღნიშნეს გაზაფხულის პირველი დღეები წინანდლის მამულში SOLO-სთან ერთად

17-03-2024 00:33:00

SOLO თავის მომხმარებლებს ყოველთვის სთავაზობს უნიკალურ და დახვეწილ ღონისძიებებსა თუ შეთავაზებებს. რა თქმა უნდა, 2024 წლის გაზაფხულიც სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო

სასტუმრო ,,რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა “ 1-ლი მარტიდან 10 მარტის ჩათვლით სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით დატვირთული პროგრამით უმასპინძლა.  პროექტი SOLO და Visa-ს სპონსორობითა და „პორშე ცენტრი თბილისის“ მხარდაჭერით შეიქმნა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

სწორედ ამიტომ  პროგრამა შედგებოდა კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებებისგან, რომელთა ფორმა და შინაარსი ქალთა თემატიკითაა შთაგონებული.

10 დღის განმავლობაში წინანდლის ისტორიული მამულში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა, დამტკბარიყვნენ კლასიკური მუსიკითა და გემრიელი კერძებით, მოესმინათ საინტერესო სტუმრებისთვის.

ქვემოთ ამ ერთმანეთზე უფრო საინტერესო ღონისძიებების ჩამონათვალს გთავაზობთ:

•  1-ელ მარტს წინანდლის მამულში ფორტეპიანოს საღამო გაიმართა. გაზაფხულის პირველი დღე და კლასიკური მუსიკა არაჩვეულებრივი კომბინაცია აღმოჩნდა სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად.

• 2 და 3  მარტს მოეწყო დედის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგადაღება. სტუმრებს ფოტოები გადაუღო სოფო პაპიაშვილმა, რომლის ფოტოპორტრეტები გამორჩეულია ემოციურობითა და ინდივიდუალური ხედვით.

• 3 მარტს SOLO Talks-ის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის ლექციას დასწრებოდნენ. ნინო მარგველაშვილის სემინარები და  ლექციები გამოირჩევა საინტერესო თემებით, სასარგებლო რჩევებით, რომლებიც ემოციური სტაბილურობის მიღწევასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება მსმენელს.

• 8 მარტი წინანდლის მამულში განსაკუთრებულად დატვირთული გამოდგა. დღის განმავლობაში მოეწყო ,,საუბრები ჩაისთან“, შეხვედრას სპეციალური სტუმარი, ნიკოლოზ წულუკიძე, მასპინძლობდა. საღამოს განსაკუთრებული ვახშამით – უგემრიელესი კერძებითა და დახვეწილი მუსიკით დასრულდა.

ვახშმის მენიუზე იზრუნა „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფმა, ირაკლი ასათიანმა, რომელიც სპეციალურად მე-19 საუკუნის ჭავჭავაძეების ოჯახის რეცეპტებით შთაგონებული კერძები შექმნა.  გასტრონომიულ საღამოს ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვა,  მუსიკალური ნაწილი კი ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნა. ინოლა გურგულიას სიმღერები ცოცხლად შეასრულეს თამარ თოლორდავამ, ია და დავით შუღლიაშვილებმა.

•  9 მარტს სტუმრებს  სპეციალურ გამაჯანსაღებელ სესიაში მონაწილეობისა და ,,კლასიკურ ჯაზ ტრიოს“ მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

რაც ყველაზე მთავარია, SOLO მომხმარებლებისთვის წინანდლის მამულში სპეციალური შეთავაზება მოქმედებდა:  SOLO Visa ბარათით გადახდისას სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ 1+1 აქციით სარგებლობა იყო შესაძლებელი.

ასე საინტერესოდ და სასიამოვნოდ შეგიძლიათ აღინიშნა გაზაფხულის დადგომა SOLO-სთან ერთად. SOLO აგრძელებს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებისა და ღონისძიებების შექმნას და მთელი წლის განმავლობაში კიდევ არაერთ სიურპრიზს გპირდებათ.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები