დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორ აფასებს ზაფხულის სეზონს და რა სიახლეებს გეგმავს „კრუიზი“

როგორ აფასებს ზაფხულის სეზონს და რა სიახლეებს გეგმავს „კრუიზი“

21-09-2024 10:00:00

ამ დროისათვის რესტორნის დატვირთულობა საშუალოზე მაღალია, ჩვენი სტუმრების 90% საქართველოს მოქალაქეები არიან,10% უცხოელები - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Cruise Hotel & Restaurant-ის მენეჯერმა ლაშა ოქროპირიძემ განიცხადა.

„სექტემბერში რესტორნის სერვისზე მოთხოვნა 10%-ით გაიზარდა, ოქტომბერში გვაქვს წინასწარი ჯავშნები. რაც შეეხება აგვისტოს, საკმაოდ დაბალი იყო სტუმრების ვიზიტების დინამიკა, ძირითადად უცხოელები გვსტუმრობდნენ. შემოდგომის სეზონზე კი გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - ამბობს რესტორნის მენეჯერი.

Cruise Hotel & Restaurant-ში იგეგმება სიახლეები. კერძოდ, ახალი შოუ-პროგრამა რომლის დეტალებზეც ჯერ კომპანიაში არ საუბრობენ.

რაც შეეხება კონკურენციას ბაზარზე, მენეჯერი მიიჩნევს, რომ „კრუიზის“ კონკურენტები არიან კლასიკური სტილის რესტორნები.

„ჩვენს რესტორანს გამოარჩევს გარე და შიდა ინტერიერი. გვაქვს გუნდური მომსახურება, განვაახლეთ სამზარეულო და კვების მენიუ. არცერთი სტუმარი არ ტოვებს რესტორანს უკმაყოფილო“, - ამბობს მენეჯერი. 

ცნობისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. ეს იყო პირველი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი, რომელიც ქალაქ თბილისში გაიხსნა.

2023 წლის მარტიდან რესტორანი განახლებული გარემოთი, სამზარეულოთი და შოუ-პროგრამით ოპერირებს. ინფრასტრუქტურულ სიახლესთან ერთად, ცვლილებებია მენიუშიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია სტუმრებისთვის და ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები