„ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ Amelie Flowers Shop-ი ზრდის ტემპს მიმდინარე წელსაც ინარჩუნებს.
„დადებითად ვითარდებით. თვიდან-თვემდე ყოველ კვარტალში, სულ მცირე 30% -ით ვიზრდებით ბოლო 2-3 წელია და ძალიან მიხარია, რომ შენარჩუნებულია ეს ტემპი. იზრდება „ამელში“ დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც“,- ამბობს ნუკა ჩოხელ.
„ამელის“ თანადამფუძნებელი შეფასებით, ადგილობრივ ბაზარზე იზრდება მოთხოვნა პირადი წვეულებების გაფორმებაზე და „ამელის“ შვილობილი „ამელი ივენთი“ ამ მიმართულებით აქტიურად საქმიანობს.
„ჩვენი ძირითადი რესურსი და ყურადღება ეთმობა ივენთებს. თუ ადრე მოთხოვნა იყო ქორწილებისა და დაბადების დღეების გაფორმებაზე, ახლა მოთხოვნა იზრდება პირადი წვეულებების ორგანიზებაზე. ივენთის გაფორმება გულისხმობს სრულ საორგანიზაციო ნაწილსაც და შესაბამისად ეს მოკლევადიანი პროექტები ეხმარება „ამელის“ დედა ბრენდის გაძლიერებასა და განვითარებას, როგორც გამოცდილების ნაწილში, ისე ფინანსური სტაბილურობის მხრივ, რათა რთულ პერიოდებს უფრო ძლიერად შევხვდეთ“, - ამბობს ნუკა ჩოხელი.
„ამელი“ აერთიანებს ყვავილების მაღაზიას, „ამელი ივენთს“, Amelie Home-სა და Amelie Flowers School-ს.
უახლესი