ინდოეთში სამოგზაუროდ ყველაზე კარგი დრო ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით პერიოდია, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურისტული კომპანია Voyager-ის ("ვოიაჟერი") დირექტორმა სოფიო აზარაშვილმა განაცხადა.
Voyager-ი, სხვა მრავალ ავიაკომპანიასთან ერთად საქართველოში ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo-ს გენერალური დისტრიბუტორია და სწორედ სახელმწიფოსთან ერთად Voyager-ის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად შემოვიდა ინდური ავიაციის ლიდერი ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე.
პირდაპირი ავიარეისებით კი ქართველ მომხმარებელს ახალ ტურისტულ ბაზარზე წვდომა უფრო გაუმარტივდება, ხოლო ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ავიაკომპანია IndiGo-მ საქართველოს მიმართულებით თავისი პირველი რეგულარული რეისი შეასრულა 8 აგვისტოს. ის დელისა და თბილისს შორის რეისებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს, შედეგად მომხმარებლებსა და ქართველ დამსვენებელს მიეცემათ საშუალება, რომ ინდოეთის სხვადასხვა ქალაქსა თუ კურორტზე დაისვენონ.
IndiGo ინდოეთის ბაზრის ლიდერი ავიაკომპანიაა და ქვეყნის ბევრ ქალაქში ასრულებს ავიარეისებს. ამიტომ მომხმარებლისთვის მარტივი იქნება ჯერ დელიში ჩაფრინდეს და შემდეგ გზა განაგრძოს ინდოეთის სხვა ადგილებში.
პანდემიამდე პერიოდში ძალიან აქტუალური და ქართველი დამსვენებლებისთვის საყვარელი მიმართულება იყო გოა და ეს მიმართულება კვლავ ბრუნდება. ჩემი მოსაზრებით, გარდა გოასი საკმაოდ საინტერესოა სანაპირო კერალა, სადაც ქართველ დამსვენებელს აქვს მოგზაურობისა და დასვენების შესაძლებლობა.
კერალა ცნობილია თავისი სანაპიროებითა და ინდური ფილოსოფია აივერდეთი, რაც გულისხმობს სხვადასხვა დეტოქს მედიტაციურ გამაჯანსაღებელ პროგრამებსა და ინდოეთის ქალაქებიდან ყველაზე მეტად აქაა ყველაფერი ერთად თავმოყრილი. ასე, რომ ქართველ დამსვენებელს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვანაირი ტიპის დასვენება, თუნდაც გამაჯანსაღებელი დასვენება მოიწყონ თავისი კონკრეტული პროგრამით
დელი არის ინდოეთის კულტურული ცენტრი, შესაბამისად შეიძლება ისეთი ტურები დაიგეგმოს, რომელიც დაახლოებით 7 ღამისგან შედგება, ან შესაძლოა იყოს მიქსი: რამდენიმე დღე დელი და შემდეგ რამდენიმე დღე ინდოეთის სანაპიროებზე.
ყველაზე კარგი სეზონი ინდოეთში სამოგზაუროდ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენთან ზამთარი იწყება. შესაბამისად ინდოეთისთვის მაღალი სეზონი არის ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით“, - აცხადებს სოფიო აზარაშვილი.
Voyager-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოში ინდოეთის პოპულარიზაციისთვის და პირიქით, მარკეტინგული კამპანია დაწყებულია. თუმცა „ვოიაჟერიც“ პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს აწარმოებს.
Voyager-ის მენეჯერი მიიჩნევს, რომ დღეს ინდოეთი ფასების მხრივ საკმაოდ კონკურენტულია ტურისტული მიმართულებაა.
„ინდოეთის მიმართულება ფასების მხრივ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. პანდემიამდე რეალურად ყველა ავიაკომპანიის ბილეთების ფასი უფრო დაბალი იყო ვიდრე პანდემიის შემდეგ. თუმცა, ეს არის კონკრეტულად ის შემთხვევა, როდესაც IndiGo არის ის ავიაკომპანია, რომლის ავიაბილეთების ფასი, დღეისათვის, ორი გზა 320-დან 350 ევრომდე მერყეობს. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე რეალურად ყველაზე ხელმისაწვდომი ფასია.
რაც შეეხება სასტუმროებს, გააჩნია რომელი კლასის სასტუმროს ირჩევს მომხმარებელი, „ვოიაჟერი“ ყველა ტიპის და კატეგორიის სასტუმრო საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასებით სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს.
წინასწარ თქმა რთულია რა დაუჯდება მომხმარებელს ესა თუ ის ინდოეთის ტურისტული პაკეტი, მაგრამ გეტყვით, რომ ინდოეთში დასვენებისთვის საკმაოდ მისაღები ფასებია.
ინდოეთის მიმართულებაზე მოთხოვნის ზრდა უკვე სახეზეა, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი ქართველი დამსვენებლისთვის ახალი მიმართულებაა. ეს არ არის ისეთი მიმართულება, რომელიც ძალიან ცნობილი იყო. დღეს ინდოეთი საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ განსხვავებული ტიპის დასვენება.
საინტერესოა ტურისტულად მხოლოდ დელიც. იქიდან გამომდინარე, რომ დელი ინდოეთის კულტურული ცენტრია უშუალოდ ამ ქალაქში საკმაოდ ბევრი სანახაობაა ტურისტისთვის“, - ამბობს სოფიო აზარაშვილი.
ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებები ინდოეთში - აგრა: ტაჯ მაჰალი, აგრას ციხე; ჯაიპური: Amber Fort - სპილოებით გასეირნება, ქალაქის სასახლე, ობსერვატორია.
ტოპ ტურისტული მიმართულებები დელიში - Sansad Bhawan (პარლამენტი), RASHTRAPATI BHAWAN (პრეზიდენტის სასახლე),
ინდოეთის კარიბჭე, ჰუმაიონის საფლავი, გურუდვარა ბანგლა საჰიბი, კუტბ-მინარი.
Voyager-ი წამყვანი ტურ-ოპერატორია საქართველოში, რომელმაც 2011 წლიდან დღემდე შეძლო საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, კერძოდ, ავიაკომპანიების flydubai, Jazeera Airways, Gulf Air, flynas, Salam Air შემოყვანა ქართულ ბაზარზე.
პირდაპირი რეისების ოპერირებამ კი თავის მხრივ, მკვეთრად გაზარდა ტურისტული ნაკადი, როგორც შემომყვანი, ასევე გამყვანი მიმართულებით.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი