საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ კი სააგენტოს არსებობისა და განვითარების ათწლიანი ისტორია შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმებიც გააცნო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სააგენტოს ბენეფიციარი სტარტაპები.
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში გაუნულდებათ საშემოსავლო და მოგების გადასახადები.
ასევე დამატებით განისაზღვრება მცირე და საშუალო ინოვაციური კომპანიის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს შეეძლებათ თავიანთი R&D დანახარჯები 500%-ით გამოქვითონ მოგების დასაბეგრი ბაზიდან და R&D დანახარჯების 30% დაიბრუნონ გრანტის სახით.
ასევე კომპანიები, რომლებიც R&D საქმიანობას ეწევიან, გათანაბრდებიან საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიებთან და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდებათ 5%-მდე.
ეს ინიციატივები, რომლებიც სააგენტოს საიუბილეო ღოინიძიებაზენ გაჟღერდა, საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება და შესაბამის პაკეტს GITA პარლამენტს საზაფხულო სესიაზე წარუდგენს. პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, ინიციატივები ზალაში სავარაუდოდ 2025 წელს შევა.
საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტები შექმნას საქართველოში:
განხორციელდება სრულმასშტაბიანი ინკუბაციის პროექტი, რომელიც მოიცავს სტარტაპების ინკუბაციის 12 თვიან პროგრამას 3 ეტაპად:
ინკუბაციის პროგრამას განახორციელებს 4 საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ინკუბატორი, რომელიც შეირჩევა GITA-ს მიერ. პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ინკუბაციაში ჩაერთვება ჯამურად 160 სტარტაპი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი. საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიოს ტოპ სამ აქსელერატორში შემავალი და მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა 500 Global-ი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო დონის აქსელერაციის პროგრამას. მასში, ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონალური ინოვაციური ჰაბის როლს. ამასთან ერთად, საქართველოში პირველი ვენჩურული ფონდი შეიქმნა 20 მილიონი დოლარის კაპიტალით.
საქართველოს მასშტაბით, შეიქმნა 9 ტექნოპარკი, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი ფანჯრის პრინციპით, საქართველოს ინოვაციური იდეების მქონე მოქალაქეებს დაეხმაროს კომერციალიზაციაში. საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ფარგლებში, საერთო ჯამში, დაფინანსდა 80 პროექტი.
საქართველოს მთავრობის მიერ IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შედეგად, 120 საერთაშორისო IT კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელთაც, 2023 წლის 12 თვის მონაცემებით, ხელფასის სახით მილიარდი ლარი გასცეს, ამასთან შეიქმნა 10 000 - ზე მეტი სამუშაო ადგილი.
უახლესი
6 საათის წინ
განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდი ვართ - IKANI8 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა