დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როდის ექნება ბათუმს გენგეგმა - ქალაქის მერის განმარტება

როდის ექნება ბათუმს გენგეგმა - ქალაქის მერის განმარტება

06-06-2024 12:16:00

ბათუმის გენგეგმა, ბოლო 30 წელია მთავარი გამოწვევაა ჩვენი ქალაქისთვის, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

„ციფრები და მოლოდინები თავდაპირველად იყო ზედაპირული, ვინაიდან, გენგემის ყველა ეტაპს, რომელიც ჩვენ გავიარეთ ჰქონდა თავისი ვადები. ბუნებრივია, როგორც შემსრულებელი გამარჯვებული კომპანია, ასევე ჩვენი მუნიციპალური სამსახურები მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ, რათა შეიქმნას ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას მისცემს ამავდროულად ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ყველა ეს საკითხი, მათ შორის გარემოსდაცვითი, ეკოლოგია, ქალაქმშენებლობის განვითარება, არქიტექტურა და ა.შ. სკრუპულოზურად და დეტალურად მოხდება ამ საკუთხების შესწავლა. ამავდროულად, გვაქვს მოთხოვნა, რომ ჩართული იყვნენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტები. ყველა ამ კომპონენტის გათვალისწინებით მიმდინარეობს პროცესი იმ გონივრულ ვადებში, რაც სჭირდება სამუშაოების დასრულებას“, -განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მისი თქმით, კვლევების ნაწილში არის კონკრეტული გამოწვევები.

„იმ ჩარჩო დოკუმენტებს, რასაც ეყრდნობა გენგეგმის სამომავლო განვითარება და ის რეალური სურათი, რაც ბათუმში გვაქვს, ამ სინთეზით ხდება გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ვადებზე საუბარი ნამდვილად გამიჭირდება. შემსრულებელი კომპანია ვალდებულია ექსპერტთა ჯგუფის მეშვეობით კონკრეტული ვადები წარმოადგინოს“, - აღნიშნა ბათუმის მერმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები